
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დღეს სიონის ტაძარში პარაკლისს არ დაესწრო.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის პირად ექიმს, ცისანა შარტავას დაუკავშირდა.
მისი თქმით, პატრიარქი თავს სტაბილურად გრძნობს და პარაკლისს საპატრიარქოს ტაძარში იხდის.
„პატრიარქი სტაბილურადაა, სიონის ტაძრის ნაცვლად, პარაკლისს საპატრიარქოს ტაძარში იხდის“,- გვითხრა ცისანა შარტავამ.
ცნობისთვის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.






















