
დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის წინ ჩასატარებელ „ჩეკლისტში“ არის კითხვა იმის შესახებ, იყენებს თუ არა ასაცრელი კოსმეტიკურ ფილერს.
„ერთი კითხვა დაემატა Pfizer-ის „ჩეკლისტს“. არის იქ 12, თუ არ ვცდები, თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან.
Pfizer-ს ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, ფილინგებს რასაც ეძახიან…
ფილერები, დიახ. ეს დაემატა კითხვარს, რადგან, ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები,“- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში გუშინ შემოვიდა.






















