16:46 | 2021-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ტელეფონზე დაურეკეს, გავიდა და იარაღით თავში ისროლა“ – შსს-ს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

„ტელეფონზე დაურეკეს, გავიდა და იარაღით თავში ისროლა“ – შსს-ს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მაიორმა მერაბ ბარბაქაძემ თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი იარაღით მოიკლა თავი. ოჯახის წევრები და ნათესავები გარდაცვალების მიზეზს ვერ ასახელებენ.

 

 

ახლობლები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონდა და მანამდე, ნერვიულობაც არ შეუმჩნევიათ. მათი ინფორმაციით, სამსახურში წასვლის წინ ბარბაქაძეს ტელეფონზე დაურეკეს, შემდეგ ის სახლიდან გავიდა და იარაღით თავში ისროლა.

 

 

მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

 

 

შემზარავია ადამიანთა ნაწილის რეაქცია, სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ - მამა თეიმურაზ ქორიძე 
2021-03-25შემზარავია ადამიანთა ნაწილის რეაქცია, სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ - მამა თეიმურაზ ქორიძე 

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბარბაქაძეს ოფიცრის წოდება ჰქონდა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო.

 

 

გარდაცვლილი მამაკაცი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ სოფელ ბაისუბანშია გადასვენებული. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

 

 

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X