19:10 | 2021-03-25 ავტორი: Prime Time

ხანგრძლივი საკარანტინო შეზღუდვების გამო, კაცმა მერიას ცეცხლი წაუკიდა (გერმანია)

ხანგრძლივი საკარანტინო შეზღუდვების გამო, კაცმა მერიას ცეცხლი წაუკიდა (გერმანია)

გერმანიაში, ქვედა საქსონიის ქალაქ დელმენჰორტშიკარანტინისგან დაღლილმა“ 30 წლის კაცმა მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდა.

 

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი 23 მარტს, საღამოს საათებში მოხდა. კაცმა მერიის შენობის ფანჯრებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა.

 

„გაბრაზებული“ მოქალაქე გამვლელებმა დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

დაკავებულმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ მერიას ცეცხლი „გაუთავებელი საკარანტინო შეზღუდვების“ გამო წაუკიდა.

ავტორი: Prime Time

X