00:09 | 2021-03-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ეს არ დაიჯეროთ! ვაქცინაციის შედეგთან დაკავშირებით, მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

ეს არ დაიჯეროთ! ვაქცინაციის შედეგთან დაკავშირებით, მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღუდუშაურის კლინიკაში კოვიდ ვაქცინით აცრის შემდეგ ერთ-ერთი მედდა პარალიზებულ მდგომარეობაშია.

 

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია, რომლებზეც facebook მომხმარებლები აქტიურად საუბრობენ.

 

ამიტომ, ღუდუშაურის კლინიკას დავუკავშირდით, როგორც გაირკვა, ამ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საერთოდ არ კეთდება და შესაბამისად, ინფორმაცია ტყუილია.

 

გარდა კლინიკისა, “პრაიმტაიმი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა. არც ამ უწყებაში ადასტურებენ სოციალური ქსელის მომხმარებლების გავრცელებულ ინფორმაციას.

 

„პრაიმტაიმი“ პოსტის ავტორსაც დაუკავშირდა, კითხვაზე, რის საფუძველზე გაავრცელა ეს ინფორმაცია, მან რომელმაც ასეთი პასუხი გაგვცა: „თავად გაარკვიეთ“

 

ასე, რომ თუ მსგავსი შინაარსის წერილს გადააწყდით, იცოდეთ, რომ ეს დეზინფორმაციაა და სავარაუდოდ, ვაქცინის უნდობლობის ხარისხის ზრდას ემსახურება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X