
ბოლო 2 დღეა, რაც საქართველოში ძირითადად, ქალბატონები უსიამოვნო ახალმა ამბავმა ააღელვა – კოვიდ ვაქცინა კოსმეტიკური კორექციის მოყვარულებში, ფილერების ანუ ბუნებრივი შემავსებლების გამოყენება გარკვეულ შემთხვევაში უკუჩვენებას იწვევს.
ეს ახალი ამბავი თითქმის მივიწყებულია ოცხოურ ქვეყნებში, რადგან ამაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს წერდნენ და წერდა “პრაიმტაიმიც”.
ამ თემაზე მომატებული ინტერესის გამო, კიდევ ერთხელ გთავაზობთ სამედიცინო შინაარსის სტატიას, რომელიც 2020 წლის დეკმებერში გამოვაქვეყნეთ:
“Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ იმ პაციენტების შეშუპება გამოიწვია, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კოსმეტიკური ფილერი ანუ ბუნებრივი შემავსებლები – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
FDA-ს საკონსულტაციო კომიტეტმა აღნიშნა სპეციფიკური გვერდითი მოვლენა Moderna COVID-19 ვაქცინაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ისინი, ვისაც აქვთ სახის კოსმეტიკური შემავსებლები გამოყენებული.
„ამ შემთხვევებში პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ უბანში, სადაც ჰქონდათ შემავსებელი შეყვანილი. რამდენიმე პაციენტს ვაქცინაციამდე ექვსი თვით ადრე, ლოყის შემავსებელი ჰქონდს და ერთ პაციენტს ვაქცინაციიდან ორი დღის შემდეგ გაუკეთეს ტუჩის შემავსებელი. ყველა მკურნალობდა სტეროიდებით და ანტი-ჰისტამინური საშუალბებით და ყველა მათი რეაქცია ჩაწყნარდა”, – განაცხადდა მედიკოსმა.
ექიმი ჩი ამბობს, რომ ამ რეაქციების გამოწვევა იმუნოლოგიას უკავშირდება.
FDA–ს ინფორმაციით ეს არ შეუშლის ხელს კოსმეტიკური ფილერების მქონე ადამიანებს ვაქცინა მიიღონ, და ყველა რეაქცია დერმის შემავსებლებზე სამდიცინო პერსონალის მიერ ადვილად აღმოიფხვრება.” – წერს გამოცემა.
აქვე, შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები, რომლებზეც ასახულის კოვიდ ვაქცინის გართულებები მათში, ვისაც ე.წ. ფილერით სახის არეში კორექცია აქვთ გაკეთებული:


























