
საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული, – ამ შინაარსის პოსტს „ლეიბორისტუილი პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა მე ყველამ მაპატიეთ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, დაქცევა, მიტაცება, დათხრა, დარბევა, შიმშილი, სიღატაკე, სიცრუე, წაბილწვა, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული და ვაი, რომ განუკურნებლად, სამუდამოდ.
ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივი გრიპით წელიწადში 650 ათასი ადამიანი კვდება.
ქრისტიანად თავი მოგვქონდეს და ვირუსით სიკვდილის შიშით მზად ვიყოთ მორალურ-ზნეობრივ კომპრომისებზე ნიშნავს, რომ არ ვართ ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ვკვდებით ყველა, რა მნიშველობა აქვს დიაგნოზს რა გვჭირს.
ხალხო–ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ბრიტანელებმა ერთ კვირაში გადაირჩიეს პრემიერობიდან ზამთარში გათბობა არ გვქონდაო.
ახლა რომ ვკითხულობ ოპოზიციუარად განწყობილი ადამიანების თუ თვით ოპოზიციონერთა ხელისუფლებისადმი შემრიგებლურ პოსტებს, თანდათან მიპყრობს შეგრძნება, რომ კიდევ მრავალი წელი დავრჩებით იმ ბოსელში, სადაც შეგვყარეს და როგორც სჩანს, დამსახურებულადაც“, – წერს ნათელაშვილი.
რა ხდება ქვეყანაში
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















