13:34 | 2021-03-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

32 წლის ბათუმელი მეზღვაური გადარჩენისთვის იბრძვის – მას სახლში ორსული მეუღლე ელოდება

32 წლის ბათუმელი მეზღვაური გადარჩენისთვის იბრძვის – მას სახლში ორსული მეუღლე ელოდება

27 თებერვალს, ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, მოტოციკლს ბეტონმზიდი დაეჯახა. 33 წლის ვანო ჩიტიშვილი მძიმე დაშავდა. ახალგაზრდა მეზღვაურს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმებმა მისი ქვედა კიდურის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სახლში ფეხმძიმე მეუღლე ელოდება.

 

„ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა.. ძალიან მიჭირს და თითებიც მიკანკალებს, მაგრამ სხვა გზა აღარ მაქვს… მოტოციკლზე მჯდომ ჩემს ძმას გადაუარა კომპანია „ჰაიდელგბერგისცემენტმზიდის მაქანამ, რის შედეგადაც ჩემი ძმა ახლა სიკვდილს ებრძვის, აქვს უამრავი ღია ჭრილობა და მოტეხილობები, დაკარგა მთლიანი ფეხი, არის მართვით სუნთქვაზე და ებრძვის უამრავ ინფექციას და ბაქტერიას.. მკურნალობას გადის თბილისის ძალიან ძვირადღირებულ კლინიკაში.

 

ექიმებიც მასთან ერთად იბრძვიან და აკეთებენ ყველაფერს რომ ჩემი ვანიკო გადარჩეს და დაუბრუნდეს თავის ოჯახს და ფეხმძიმე მეუღლეს.. ვანიკოს მკურნალობა დღეში დაახლოებით 3000 ლარამდე ჯდება. ყველა გვეხმარება და ვინც დაგვეხმარა უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი თანადგომისთვის. ვინც იცნობს იცის რამდენი სიკეთე უკეთებია, რამდენ ადამიანს დახმარებია უანგაროდ და ახლა ყველაზე მეტად მას სჭირდება ჩვენი დახმარება… ძალიან ძალიან მიჭირს და მერიდება გთხოვოთ თქვენ, უცნობ ადამიანებს, რომ დაეხმაროთ ჩემს ძმას, გადარჩენაში… გადამირჩინეთ ძმა… ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ უკვე სხვა გზა აღარ არის…

 

ვანიკოს ამბავი მოხდა 27 თებერვალს, ჩემს დაბადების დღეზე. სასწრაფო მოვიდა 7 წუთში. გადაიყავანეს ბათუმის „მედ ცენტრში“, საოპერაციო თავისუფალი იყო.  რატომღაც ყველა ქირურგი ადგილზე იყო, არა და როგორც წესი ასე არ ხდება. სისხლის ბანკში სისხლი საკმარისი იყო. ხუთი ქირურგი უტარებდა 5-6 საათის განმავლობაში ოპერაციას და ხუთივე დარწმუნებული იყო, რომ პალატამდე ვერ მიაღწევდა. ყველა ექიმი ამბობს, რომ მათ პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა, ამხელა ტრავმებით ვინმე გადარჩენილიყო. ჩემი ძმა შოკიდან გამოვიდა ავარიიდან 7 დღეში. დღემდე სასიცოცხლო ორგანოები მწყობრშია.

 

ვანიკომ სასწაულის მომსწრეები გაგვხადა. დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია! ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძვის და მითხარით, ამ ყველაფრის მერე როგორ არ უნდა დავეხმარო. მე ჩემი ძმა უნდა გადავარჩინო!! ამჟამად არის ძალიან მძიმედ, მართვით სუნთქვაზე, უამრავი ღია ჭრილობით და მოტეხილობით და ებრძვის ინფექციებს, მთავარია ეს ინფექციები დავამარცხოთ და მჯერა, თქვენი დახმარებით, ერთიანი ძალებით ვანიკოს გადავარჩენთ! “ – წერს სოციალურ ქსელში ვანოს და თეო ჩიტიშვილი.

 

ექიმები ახლა ვანოსთან ერთად იბრძვიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ გადარჩეს და დაუბრუნდეს თავის ოჯახს და ფეხმძიმე ცოლს. ოჯახს ამჟამად ფინანსური დახმარება სჭირდება, სამედიცინო ხარჯების დასაფარად. ჯამში $50,000 შესაგროვებელი (180,000 ლარი). დღეში 3,000 ლარი არის საავადმყოფოს ხარჯები, რასაც ემატება ოპერაციების ხარჯი.

 

თიბისი ბანკი

 

GE66TB7995345061100079

 

საქართველოს ბანკი

 

GE16BG0000000498780148

 

მიმღები: ქრისტინე თოფურია

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X