15:08 | 2021-03-27 ავტორი: Prime Time

AstraZeneca და Pfizer-ი – როგორია ამ ორი ვაქცინის დამზადების ტექნოლოგია და შემადგენლობა

AstraZeneca და Pfizer-ი – როგორია ამ ორი ვაქცინის დამზადების ტექნოლოგია და შემადგენლობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს რა განსხვავებაა „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.

 

როფორც ცერცვაძე „იმედის“ ეთერში საუბრისას ამბობს, Pfizer-ის ვაქცინით ერთი საფეხურით წინ არის.

 

„AstraZeneca, ეს არის ვექტორული ვაქცინა, როდესაც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი. ამ ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის დასუსტებული ადენოვირუსი, რომელშიც შეყვანილია ინფორმაცია ამ კორონავირუსის ერთ-ერთი ცილის კოდირებისთვის და ორგანიზში შეგვყავს დასუსტებული ადენოვირუსი, რომელიც არანაირ პათოლოგიას არ იწვევს. ვაქცინაში შეყვანილი დნმ ინფორმაცია, შემდეგ ხდება მისი გადასვლა რნმ-ზე, შემდეგ ტრანსლაცია ცილებზე და ეს ვაქცინა ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, როგორ აწარმოოს ვირუსის სპეციფიკური ცილები. ე.წ. წვეტიანი ცილები, რომელზეც შემდეგ უნდა გამომუშავდეს ანტისხეულები.

 

გათავისუფლდებიან თუ არა პირბადის ტარებისგან ისინი, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა - NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს
2021-03-27გათავისუფლდებიან თუ არა პირბადის ტარებისგან ისინი, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთა - NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს

 

რაც შეეხება Pfizer-ს, იქ სულ სხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული, მართლა ახალი ტექნოლოგიაა. პირველად არის იმ ტიპის ვაქცინები გამოყენებული როგორიც Pfizer-ის​. ეს არის ე.წ. რნმ ვაქცინები, როდესაც ჩვენ ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში შეგვყავს არა დასუსტებული ან დახოცილი ვირუსის კულტურა, არა ვირუსის ცილები, არა ადენოვირუსი, რომელიც მატარებელია დნმ ინფორმაციისა თუ როგორ უნდა მოხდეს ცილების სინთეზი, არამედ შეგვყავს ერთგვარი შუალედური რგოლი, მესენჯერული ერენემი.

 

AstraZeneca-ს დროს ჩვენ შეგვყავს ადენოვირუსი, დნმ ინფორმაცია და ეს შეტანილი ინფორმაციით წარმოიშობა რნმ-ი და რნმ-ისგან, შემდეგ ტრანსლაციის მეშვეობით ვირუსული ცილები. Pfizer-ის ვაქცინით ერთი საფეხურით წინ არის, ანუ პირდაპის რნმ-ი შეგვყავს, ვირუსის რნმ-ი, რომელიც ასევე შეიცავს ინსტრუქციას, როგორც ასტრაზენეკას შემთხვევაში, თუ როგორ უნდა აწარმოოს ორგანიზმმა პროდუქცია ვირუსის ცილების“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X