16:21 | 2021-03-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ქალი, სავარაუდოდ, შვილმა მოკლა – მკვლელობის ახალი დეტალები

ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ქალი, სავარაუდოდ, შვილმა მოკლა – მკვლელობის ახალი დეტალები

85-წლამდე ქალი, რომლის ცხედარიც ჯავახიშვილის ქუჩაზე იპოვეს სავარაუდოდ საკუთარმა შვილმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას მეზობლები ადასტურებენ.

 

შემთხვევას სავარაუდოდ წინ კონფლიქტი უძღოდა.

 

მეზობლების ინფორმაციითვე, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

მათივე თქმით, მოკლულს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X