
„მიშა, „ძვირფასო“, შენგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე, თუ მოგინდება. სანამ ივანიშვილია, ვერ ჩამოდიხარ – გეშინია“,- ასე მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
„თავს რომ ისაწყლებს თან – ვითომ პოლიტიკიდან გაწევა, ქვეყანაში ჩამოსვლაზე უარს ნიშნავს. მიშა, „ძვირფასო“, შენგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე, თუ მოგინდება. სანამ ივანიშვილია, ვერ ჩამოდიხარ – გეშინია. შენი აქტიურობა ბიძინას დამარცხებას მხოლოდ ხელს უშლის – დასავლეთსაც თიშავს პროცესიდან და მერყევ ამომრჩეველსაც.
ამიტომ, შენი ნებაა მაგრამ, თუ გაიწევი, მხოლოდ ჩამოსვლას დააჩქარებ – ჩამოხვალ და ისეირნებ. კიდევ ერთხელ – პირიქითაა, აქ ჩამოსვლის და ბიძინასთან კონფრონტაციის ტრაკი შენ არ გაქვს. რომ ჩამოხვიდე, ბიძინას უნდა მოვუგოთ. შენი საქციელით, ამ მიზანს მხოლოდ გვაშორებ.
p.s. ამას გიხსნიდი, სხვას კი არაფერს ისტერიკებს რომ მიწყობდი“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.























