
კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამის შესახებ ჯანმო-ს წარმომადგენელი ალაპარაკდა. საქმე ტანზანიას ეხება. ამ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიის მქონეებს ვირუსის აღნიშნული შტამი აღმოაჩნდათ.
ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
“კორონავირუსის ყველაზე მეტად გავრცელებადი და სახიფათო შტამი ტანზანიაში მოგზაურებში აღმოჩნდა, ამიტომ მეცნიერებმა ამ ქვეყანაში მონიტორინგის გაძლიერება მოითხოვეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და რეგიონალური ორგანოებისათვის წარდგენილ ანგარიშში ნაჩვენებია, რომ შტამს 10 სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, ვიდრე სხვა აქამდე აღმოჩენილ ვერსიებშია. ამის შესახებ ტულიო დე ოლივეირა აცხადებს, ის კრისპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორია, რომელიც გენეტიკურ ტესტირებას აფრიკის 10 ქვეყანაში ახორციელებს.
“ეს პოტენციურად საინტერესოა”, – თქვა დე ოლივეირამ ინტერვიუში.
კორონავირუსის შტამებმა გლობალური მასშტაბით შეშფოთება გამოიწვიეს, რადგან მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლენილი, 501Y.V2-ის სახელწოდებითით ცნობილი შტამი, უფრო მეტად ინფექციური და მწვავედ მიმდინარეა, ვიდრე სხვა შტამები.
დე ოლივეირას თქმით, ახლად აღმოჩენილი შტამს კრისპის ლაბორატორიებში სწავლობენ და შეეცდებიან დაადგინონ, რამდენად ადვილად იცილებს ანტისხეულებს. ეს ვარიანტი ჩინეთში პირველად გამოვლენილი ვირუსის შტატიდან მოდის, ხოლო მრავალ სხვა ფესვს ევროპაში იღებს.
ახლახან გარდაცვლილი პრეზიდენტ ჯონ მაგულულის დროს, ტანზანიამ შეწყვიტა კორონავირუსის ინფექციების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება და ლოქდაუნი ეკონომიკის გამო მოხსნა, მათ შორის საკურორტო კუნძულ ზანზიბარში, რომელიც საერთაშორისო ტურისტებს მასპინძლობს. მაგულულის ამ პოზიციამ მეზობლებისა და ჯანმოს კრიტიკა განაპირობა.
მის მემკვიდრეს, სამია სულუხუ ჰასანს ჯერ კიდევ არ დაუკონკრეტებია, შეცვლის თუ არა კორონავირუსითან დაკავშირებით წინამორბედის პოლიტიკას.
”ეს შეიძლება დიდი ზარი იყოს ტანზანიისკენ”, – თქვა დე ოლივეირამ.






















