18:28 | 2021-03-28 ავტორი: Prime Time

არ ვემორჩილებით, თუ განმაყენა, განმაყენოს – ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენი მიტროპოლიტს პასუხობს

არ ვემორჩილებით, თუ განმაყენა, განმაყენოს – ჭყონდიდის ეპარქიის იღუმენი მიტროპოლიტს პასუხობს

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს დადებულ სასჯელს და აბაშის ტაძარში ქადაგებისას განცხადებებს, ამბიონიდან ეპარქიის ბერები ეხმაურებიან და უსაფუძვლოს უწოდებენ.

 

ბალდის ტაძრისა და სხვადასხვა ეპარქიის ბერები კიდევ ერთხელ ითხოვენ, მტკიცებულებებით გაამყაროს მეუფე სტეფანემ ის ბრალდება, რომელიც მან მეუფე პეტრეს წაუყენა.

 

„არანაირი საფუძველი არაა. ჩვენ ისეთს არაფერს არ ვითხოვთ. პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, მისი გაჟღერებულის დამტკიცებას და აქ ჩვენგან არანაირი დანაშაული არ იკვეთება, უბრალოდ გვინდა, რომ გაირკვეს და დასასჯელი დაისაჯოს.

 

მას ჩვენ არ ვემორჩილებით, თუ განმაყენა, განმაყენოს, მაგ შემთხვევაში გინდა თუ არა, უნდა დაემორჩილო, ეკლესიის წინააღმდეგ ვერ წავალ.

 

ამას ყველაფერს უნდა გონიერება. ამის გასაღები არის მეუფის ჩამოყვანა. კრება დანიშნონ და მერე ყველაფერი გაირკვევა”, – ამბობს ეპარქიის იღუმენი დანიელი.

 

 

ეკრძალებათ ზიარება - ვინ და რატომ დასაჯა მეუფე სტეფანემ
2021-03-28ეკრძალებათ ზიარება - ვინ და რატომ დასაჯა მეუფე სტეფანემ

 

შეგახსენებთ,მეუფე სეტფანემ ეპიტიმია (საეკლესიო სასაჯელი) დაადო ეპარქიის იმ ბერებს და მონაზვნებს, ვინც მისი წინააღმდეგია და “ამბოხში” კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

 

24 მარტს კი მეუფე სტეფანესა და მამა ათენოგენს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

მიზეზი მეუფე სტეფანეს ბრალდებები გახდა, რომელმაც თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს გერმანიაში შვილი ჰყავს.

 

მარტვილის ეპარქიაში მსახური მამაოების ნაწილმა კანცელარიაში სპეციალური განცხადებაც შეიტანა. სასულიერო პირები ითხოვენ, რომ მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა დაამტკიცოს მეუფე პეტრე (ცაავას) წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X