22:48 | 2021-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზო-ო, ეთერიდან შემომითვალა“ – ბახვა ბრეგვაძე მარინა ბერიძეზე

„თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზო-ო, ეთერიდან შემომითვალა“ – ბახვა ბრეგვაძე მარინა ბერიძეზე

„გუშინ ეკა მამალაძეს დაბადების დღე მივულოცეთ პირდაპირ ეთერში. ბოლოს ვიდეო გავუშვით, რომელიც მართლაც ჩვენს მიერ ჩვენი გადაცემისთვის შეიქმნა და გადავიღეთ, თუმცა ამ დუეტის იდეის ავტორი და შემქმნელი ქალბატონი მარინა ბერიძე ყოფილა, რომელიც გამინაწყენდა, რომ არ აღვნიშნეთ ეს ამბავი …

 

რით განსხვავდება ერთმანეთისგან ყავისფერი და თეთრი კვერცხი
2021-03-28რით განსხვავდება ერთმანეთისგან ყავისფერი და თეთრი კვერცხი

 

მართალია, თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო არ გამაბრაზო-ო ეთერიდან შემომითვალა …მიუხედავად საყვედურის, ყოვლად მიუღებელი ფორმისა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის …რა თქმა უნდა, მაინც ბოდიშს ვუხდი, მას რომ ეს არ აღვნიშნე. არ ვიცოდი, თუ არ მახსოვდ

 

იქ მსხდომ ჩემს მეგობრებზე, ცხადია, კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ მინდა უბრალოდ. ასე თქვეს, „გაღმელები“ ხომ არ არიან და ეს როგორ შეეშალათო, აი, ეს რომელი ნაპირიდან იყო ნათქვამი, მართლა ვერ გავიგე. … რაც შეეხება “ინოლა”-ს ვინილს , სრულიად შესანიშნავ სიურპრიზს გიმზადებთ, საუკეთესო მუსიკოსების მონაწილეობით. მართლა წარმოუდგენელი სიამოვნება გელით წინ.

 

ამ ვინილის შექმნის იდეა გიორგი ცაგარელს ეკუთვნის, თქვენ წარმოიდგინეთ და იმ მუსიკალურ პროექტამდეც უსმენდა ინოლას , საიდანაც თითქოს აღმოვაჩინეთ ყველამ ეს არაჩვეულებრივი ავტორ-შემსრულებელი. დედას ვფიცავარ, მეც მანამდე ვიცოდი. გენიალურად გააორკესტრა გენიოსმა ნიკოლოზ რაჭველმა … მოკლედ, ყველაფერი წინ არის “პატარა ბიჭებსაც” გაგვიგია რაღაც და ვიღაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ“, – წერს ბახვა ბრეგვაძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X