23:03 | 2021-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გადაიდება თუ არა შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა – რა რეგულაციები შემსუბუქდება 1-ლი აპრილიდან

გადაიდება თუ არა შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა – რა რეგულაციები შემსუბუქდება 1-ლი აპრილიდან

დაანონსებული მესამე ტალღისთვის მზადების პარალელურად, პირველი აპრილიდან რეგულაციების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება.

 

 

მაყურებლისთვის გაიხსნება თეატრები და კინოდარბაზები, ფუნქციონირებას აღადგენენ საბავშვო ცენტრები.

 

 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა გადაწყვეტილება რესტორნების შემთხვევაში, რომელიც მათ შაბათ-კვირას ფუნქციონირების უფლებას 1-ლი აპრილიდან მისცემდა, თუმცა, ახლა ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მიზეზი, რატომაც მარეგულირებლები ყოყმანობენ, ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X