19:25 | 2021-03-29 ავტორი: თამარ გონგაძე

ორი ფაქტი, თუ რატომ აირჩია გელა ჩარკვიანმა „ასტრაზენეკა“ – როგორ გრძნობს თავს აცრიდან სამი დღის შემდეგ

ორი ფაქტი, თუ რატომ აირჩია გელა ჩარკვიანმა „ასტრაზენეკა“ – როგორ გრძნობს თავს აცრიდან სამი დღის შემდეგ

უკვე მესამე დღეა, რაც დიპლომატმა და მწერალმა, გელა ჩარკვიანმა ვაქცინა გაიკეთა. მან იმუნიზაციისთვის კავკასიის სამედიცინო ცენტრს მიმართა. თუ რატომ მაინც და მაინც “ასტრა-ზენეკა”, ამაზე კომენტარს “პრაიმტაიმთან” აკეთებს.

 

გელა ჩარკვიანი: – აბსოლუტურად არავითარი რეაქცია არ მოუცია. ისევ ძველებური შეგრძნებები მაქვს. სამი დღე გავიდა და რა ვიცი…

 

როგორც კი ვაქცინასთან დაკავშირებული ტრაგედია დატრიალდა, მე მაშინვე გადავწყვიტე მისი გაკეთება. ვიცოდი, რომ ეს ფაქტი ვაქცინაციისთვის შემაფერხებელი იქნებოდა. მე იმდენი რა შემეძლო, თუმცა ყველა მაგალითი – მაგალითია. და სიმართლე რომ გითხრათ, “ასტრა-ზენეკა” ამიტომ გავიკეთე. ამ თემას წამოწევა სჭირდებოდა.

 

ისე, კი სადღაც სულის სიღრმესი ოქსფორდელი ვარ (იცინის) და “ასტრა-ზენეკას” არჩევის მეორე მიზეზიც ეს იყო. მეორე დოზა 26 მაისს მიწევს. ადვილი დასამახსოვრებელი ციფრია.

ავტორი: თამარ გონგაძე

X