
გახარია გვარწმუნებდა უმრავლესობას, რომ მელიასთვის იმუნიტეტი მოგვეხსნა – ამის შესახებ „დღის კურიერთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხდებოდა გადადგომამდე სამი დღით ადრე, უმრავლესობის სხდომაზე.
„ჩემთვის გაუგებარია განცხადებები, რაც სამი დღის შემდეგ გააკეთა“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ნახეთ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება
ცნობისთვის, 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა.
თითქმის 1 თვის შემდეგ 22 მარტს გადადგომის შემდეგ გახარიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს“.























