08:00 | 2021-03-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია იწყება

დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია იწყება

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრები დღეიდან დაიწყება. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

 

 

„ხაშურში სუიციდისთვის ჩავიდა“ - 40 წლამდე კაცი ნათესავებმა გარდაცვლილი იპოვეს
2021-03-30„ხაშურში სუიციდისთვის ჩავიდა“ - 40 წლამდე კაცი ნათესავებმა გარდაცვლილი იპოვეს

 

აცრა ჩაუტარდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. საიტზე დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

 

 

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X