11:38 | 2021-03-30 ავტორი: Prime Time

მეუფე სტეფანემ 10 სასულიერო პირი დასაჯა – ნახეთ რა გახდა მონაზონთა დასჯის მიზეზი

მეუფე სტეფანემ 10 სასულიერო პირი დასაჯა – ნახეთ რა გახდა მონაზონთა დასჯის მიზეზი

ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ სტეფანეს #3 ბრძანებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც “ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობისა” და “დაუმორჩილებლობის” გამო 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა.

ბრძანება 28 მარტით თარიღდება და მითითებულია, რომ ის ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.
მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება, ასევე, აუკრძალა მოქალაქეების ნაწილსაც.
“ზიარება ეკრძალებათ, აგრეთვე, იმ ერის ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რეზიდენციაზე თავდასხმაში და მღვდელმთავრების შეურაცხყოფაში. ზიარების უფლების დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სახელზე დაწერილი სინანულის წერილის საფუძველზე”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ახალმა მიტროლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა.
სტეფანემ დედათა მონასტრის წინამძღვრად მონაზონი დედა ნატალია კერესელიძე დანიშნა.

 

ავტორი: თეა შონია

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ავტორი: Prime Time

X