
ზუგდიდის ცენტრში 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია გახდა, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა.
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები საკითხს შეისწავლიან.
შენგელიამ ყველას მოქმედი წესების დაცვისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
რა ხდება ქვეყანაში
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
ავტორი: თეა შონია






















