
წალენჯიხის საკრებულოს წევრი, სოფელ ფახულანის მაჟორიტარი დეპუტატი დათა კუკავა არც უარყოფს და არც ადასტურებს პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებს. მან ასევე უარყო ინფორმაცია, გადადის თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში.
„გადავალ თუ არა ეს ჯერ არ ვიცი, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ჩემსა და გახარიას შორის რაღაც დონეზე იგეგმება კომუნიკაციის დამყარება“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას კუკავამ.
კუკავა მუშაობას წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე აგრძელებს.
„პრაიმტაიმთან“ ინფორმაციით, ხვალ, 31 მარტს, ზუგდიდში გიორგი გახარია ჩამოსვლას გეგმავს. იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის აღსანიშნავად ბიუსტს შეამკობს.
წყაროს ცნობით, იგეგმება გახარიას პარტიის პრეზენტაცია. დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.
ავტორი: თეა შონია























