23:31 | 2021-03-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოსთვის იდეალურ ვაქცინას ასახელებს

ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოსთვის იდეალურ ვაქცინას ასახელებს

აშშ-ში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოსთვის იდეალურ ვაქცინას ასახელებს.

 

„საქართველოსთვის იდეალური ვაქცინა, ლოჯისტიკის თვალსაზრისით და შედეგებით, არის Johnson & Johnson-ი.

 

Video: ნახეთ როგორ დასაჯეს აფხაზი გოგო მამამ და ე.წ. პოლიციამ ამ ფრაზის გამო -
2021-03-30Video: ნახეთ როგორ დასაჯეს აფხაზი გოგო მამამ და ე.წ. პოლიციამ ამ ფრაზის გამო - "აფხაზეთი საქართველოა"

 

ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმენელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა, აქვს საკმაოდ საიმედო ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია. სამხრეთ აფრიკაში კვლევების დროს იქ უკვე იყო გავრცელებული ახალი შტამი და ამის გათვალისწინებითაც საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.

 

 

ამერიკაში ეს არჩევანიც გვაქვს და ბევრი ირჩეს Johnson & Johnson-ს, სწორედ ერთი დოზის საჭიროების გამო. ფასითაც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. Johnson & Johnson-ი ზუსტად 7-ჯერ უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩინური სინოფარმი, რაც საქართველოს მთავრობამ იყიდა“, – წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X