18:11 | 2021-03-30 ავტორი: Prime Time

მეუფე სტეფანე იქცევა როგორც რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსი – მეუფე პეტრე

მეუფე სტეფანე იქცევა როგორც რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსი – მეუფე პეტრე

„მეუფე სტეფანე იქცევა როგორც რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსი“,- ასე ეხმაურება პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში მიდმინარე მოვლენებს და მეუფე სტეფანისა და დედა სოსანას შორის საუბარს.

 

როგორც პეტრე ცაავა ამბობს, მღვდელმთავარი უნდა იყოს უბრალო, კანონმორჩილი და სამაგალითო.

Video: შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი, დაგღუპა პეტრემ - მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა დასაჯა
2021-03-30Video: შენ ვინა ხარ? დებილი დედაკაცი, დაგღუპა პეტრემ - მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა დასაჯა

 

„მეუფე სტეფანე იქცევა როგორც რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსი. დესპოტიზმი უცხოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მღვდელმთავარი უნდა იყოს უბრალო, კანონმორჩილი და სამაგალითო.

 

ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, მეუფე სტეფანეს სახით. ხედავს თუ რას აკეთებს, როგორ დესტრუქციულად და ანტიქრისტიანულად იქცევა მეუფე სტეფანე, მაგრამ არ იღებს ხმას, არ რეაგირებს ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს,” – განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

ცნობისთვის, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა გაათავისუფლა და ის სხვა ეპარქიის მონაზვნით ჩაანაცვლა. შეხვედრის დროს დედა სოსანასა და მეუფე სტეფანეს შორის კამათიც მოხდა.

 

ასევე, დაგაინტერესებთ: არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას, ისინი არიან შემოჭრილნი – დედა სოსანა მეუფე სტეფანეს პასუხობს 

 

 

ავტორი: Prime Time

X