
რუსუდან კერვალიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საპატიმროში 4-წლიანი სასჯელი მოიხადა.
მის გათავისუფლებას საზოგადოება სოციალურ ქსელში აფასებს:
„გამიხარდა რუსუდანის გათავისუფლება, ველით მაიასაც და წარმატებას ვუსურვებ დაზარალებული ადამიანების ბინებით დაკმაყოფილების საქმეში“.
„განადგურდა ეს ოჯახი. სხვა გზებიც იყო პრობლემის გადასაჭრელად. ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ საქმემ. მიგეცათ შანსი, რომ გამოესწორებინათ საქმე და მერე პირობითი მიგესაჯათ“.
„კარგით რა, მოსახდელი მოიხადა ახლა ოჯახს უბრუნდება და შევარგოთ…“
„გილოცავ რუსუდან..დაგელოცოს ეგ მოთმინება და გამძლეობა“.
„ეს ციხეში იყო თუ კანარის კუნძულებზე. მშვენივრად გამოიყურება“.
„როგორც ქალი მეცოდებოდა ციხისთვის, თუმცა ამდენი ხალხის უბედურება ვის შერჩენია რომ მაგას შერჩეს!“
რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88-ის” ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.
მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 31 მარტს უმთავრდება და პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, საპყრობილე დღეს დატოვა.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, დაზარალებულები საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან.
საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები ამბობენ, რომ სასჯელი კერვალიშვილის მსგავსად მანაც სრულად უნდა მოიხადოს.
შეგახსენებთ, მათ ბრალად მენაშენეთა კუთვნილი თანხების, 11 მილიონი ლარის მითვისება ედებათ. ამ დროისთვის კი “ცენტრპოინტის” დაუსრულებელი შენობების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდა, რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა განახლდა.























