
დააავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში წერტინოლავნი შეზღუდვები იქნება.
მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული დაგილების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.
ნახეთ ვიდეო: სად იქნება წერტილოვანი შეზღუდვები
„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც” გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.























