
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დღეს დილით, ჩარტერული ავიარესით დატოვეს.
პოზნერი საქართველოში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდა, თუმცა, თბილისში მისი ჩამოსვლით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო, გეგმა შეცვალა. რუსი ჟურნალისტი დღეს თბილისში აპირებდა დაბადების დღის აღნიშვნას.
***
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები და სპორტული კლუბები მაყურებლების, ბავშვთა გასართობი ცენტრები კი სტუმრები მიღებას დღეიდან შეძლებენ. მათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრული დაცვა მოუწევთ.
რეკომენდაციები კი იგივე რჩება – მაყურებლები ჭადრაკისებურად უნდა განლაგდნენ, ეკეთოთ პირბადე, გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები და დეზობარიერი.
***
დღეიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს პირველი აპრილის შემდეგ კვლავ შეუძლია, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
***
ახალი მომხმარებლების ქსელზე მიერთების მიზნით, ხვალ 1 აპრილის 22.00 სთ-დან დიდუბის რაიონში 5300 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
***
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 32 მოქალაქე დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 ადამიანიდან 9-ს იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“.






















