
სიველურეა, რასაც ოპოზიცია ახალ ზუგდიდში აკეთებს – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ნიკოლოზ მჭედლიშვილი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ადგილზე მოსახლეობის ნაწილი შეკრიბეს და პირბადეები დაურიგეს.
„სიველურეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს ეხლა ზუგდიდში და ხალხს კრებს ცენტრში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად.
ეს არ არის პოლიტიკა, არც ნაძირლობა, უბრალოდ სიველურეა, არანაირი კავშირი ადამიანობასთან…“ – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია გახდა, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა.
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები საკითხს შეისწავლიან.






















