16:44 | 2021-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ ეხმაურებიან კრემლთან დაკავშირებული პირები ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ სკანდალს

როგორ ეხმაურებიან კრემლთან დაკავშირებული პირები ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ სკანდალს

დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოში ჩამოსული რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის გარშემო ატეხილ სკანდალს ოკუპანტ ქვეყანაში დილიდან ეხმაურებიან.

 

 

სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „​საქართველოში რუსი ტურისტების ჩასვლა საფრთხის შემცველია“. მისი შეფასებით, თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, „რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო“.

 

მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა - კანდელაკი
2021-04-01მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროში პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა - კანდელაკი

 

რადიკალიზმი ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს. ანალოგიური მოხდა სერგეი გავრილოვის მიმართაც და ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საფრთხის შემცველია რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩასვლა“.

 

 

პოზნერის საქართველოში ვიზიტს რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვაც გამოეხმაურა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

 

 

დემოკრატიის გზები არაცივილიზებულიაზურმუხტქალაქისკენ რთული გზებით მივდივართ“, – დაწერა მან Facebook-გვერდზე.

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი სახელმწიფო დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის მსგავსად ფიქრობს, რომ „რუსებმა უნდა გაიგონ, რომ მათთვის საქართველოში მოგზაურობა საშიშია“.

 

რას ამბობს მირანდა მირიანაშვილის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა
2021-04-01რას ამბობს მირანდა მირიანაშვილის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა

 

„საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია. მე თავს შევიკავებდი დიფერენციაციისგან. საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც იქ იყვნენ. იქ მხოლოდ პოზნერი ხომ არ იყო. ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები. ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელების, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს. „ვულოცავთ პოზნერს დაბადების დღეს. უკეთესია ის სახლში აღნიშნოს. აქ უფრო სიმშვიდეა“.

 

 

საქართველოში ასევე სკანდალური ვიზიტით ცნობილი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის ჩამოსვლის გამოც 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართა და მოქალაქეებმა თვალები დაკარგეს, პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამართული აქცია „ქართული ოპოზიციის გათვითცნობიერებული პროვოკაციაა“. გავრილოვი Tass-თანი ნტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს.

 

შემთხვევა პოზნერთან – სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გათვითცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, რომელშიც სტუმრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული „გასროლაა ორივე ფეხში“, რათა შესუსტდეს ეკონომიკა“, – ამბობს სერგეი გავრილოვი.

 

მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვს. „თუმცა აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც არის დასავლური წრეების ინსტრუმენტი, ხელისუფლებას აშანტაჟებს, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს“, – თქვა გავრილოვმა.

 

ამ გადაწყვეტილებამ დასავლეთთან დაგვაახლოვა - გია ბარამიძე დსთ-ში გაწევრიანებაზე
2021-04-01ამ გადაწყვეტილებამ დასავლეთთან დაგვაახლოვა - გია ბარამიძე დსთ-ში გაწევრიანებაზე

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოში რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებმაც თბილისში ვლადიმირ პოზნერის ჩასვლა გააპროტესტეს, არის „მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის“. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.

 

„ეს ისტორია ანტირუსული პროვოკაციის მიზნით კარგად იყო დადგმული და საინფორმაციო საბაბიც შესაბამისად გამოიყენეს. ამ სამარცხვინო სიტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა სააკაშვილის პარტიის რადიკალებსა და საქართველოს მთავრობას შორის დაპირისპირება.

 

სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები როგორც ყოველთვის უზნეოდ იქცევიან და ელემენტარულ ადამიანური ურთიერთობების ეთიკას არღვევენ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 

 

რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.  დაბადების დღის ვახშამი ჩაიშალა და მან დღეს დილით საქართველო დატოვა.

 

პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X