16:55 | 2021-04-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ გადაწყვეტილებამ დასავლეთთან დაგვაახლოვა – გია ბარამიძე დსთ-ში გაწევრიანებაზე

ამ გადაწყვეტილებამ დასავლეთთან დაგვაახლოვა – გია ბარამიძე დსთ-ში გაწევრიანებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე, თავის დროზე, დსთ-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოპონენტების მიერ გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ რეალურად, ამ გადაწყვეტილებით საქართველო დასავლეთს დაუხლოვდა.

 

„ესნგეში გაწევრიანებას მხარი დავუჭირე 1993 წელს, როცა მთელი საქართველო დანაწევრებული იყო, ვიცით რა უბედურება გვჭირდა და ისე იყო წაკიდებული ერთმანეთს ორად გაყოფილი ქართული საზოგადოება, რომ ერთად ვერ მოვახერხეთ აფხაზეთში ბრძოლა.

 

მაშინ, საქართველოს დაქუცმაცების და დანაწევრების გეგმაც იყო გამოცხადებული. მე ვიყავი „მწვანეთა პარტიაში“, ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობით, რომელიც თანამშრომლობდა ხელისულებასთან. შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სჭირდებოდა დროის მოგება რომ ამოისუნთქო და ფეხზე დადგესო.

 

ამ კომპრომისმა გაამართლა, რადგან მას შემდეგ მიიღო საქართველომ კონსტიტუცია, დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობა, შევედით ევროსაბჭოში, ჩამოყალიბდა მრავალი პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და თავისუფალი მედია.

 

იმ პერიოდში პირველად დაიწყო შევრდნაძემ საუბარი ნატოში გაწევრიანებაზე და დაახლოვდა დასავლეთთან.

 

ამ გადაწყვეტილებით ნამდვილად არ ვამაყობ, მაგრამ ამან დაგვაახლოვა დასავლეთთან. ეს იყო არამხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული გადაწყვეტილება“, – განაცხდა „დღის კურიერთან“ საუბრისას გია ბარამიძემ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X