23:32 | 2021-04-01 ავტორი: თამარ გონგაძე

კესარია დღემდე უცნობ ფაქტებზე – „ოთხი წლის წინ ავიღე ქალის პასპორტი…“

კესარია დღემდე უცნობ ფაქტებზე – „ოთხი წლის წინ ავიღე ქალის პასპორტი…“

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს. ინფორმაციას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 2021 წლის 25 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის, ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა.

 

განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით.

 

პირველად საქართველოში! -ტრანსი ქალის გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა
2021-03-31პირველად საქართველოში! -ტრანსი ქალის გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა

 

ეს საქმე სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცენდენტია. ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

კესარია აბრამიძე “პრაიმამბებთან” აცხადებს, რომ ეს პირველი ფაქტი არ არის. მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ ოთხი წლის წინ შეიცვალა.

 

კესარია აბრამიძე: – ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა. ადამიანები,  როდესაც იცვლიან სქესს და პასპორტს, ითხოვენ ანონიმურობას. ჩემმა მეგობარმა პასპორტში სქესი წლების წინ შეცვალა. ბევრ ტრანსს აქვს ჩემს ირგვლივ შეცვლილი პასპორტი და ახლა რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი, ვერ ვხვდები. ალბათ, წლებთან ერთად, იუსტიციის თანამშრომლები იცვლებიან და არ იციან, რომ ეს ინფორმაცია ანონიმურია. ახლა რატომ გახმაურდა, ვერ ვხვდები.

 

– შენს შემთხვევაში როგორ არის? სქესი რა გიწერია?

 

– ქალი. ალბათ, უკვე ოთხი წელია, რაც ქალის პასპორტი ავიღე. მე სქესის შეცვლის საბუთი მაქვს. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ გავიკეთე, ოთხი წლის წინ სასქესო ორგანოსი. მიგაქვს კლინიკიდან ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გიცვლიან დაბადების მოწმობას. ამას ორი კვირა სჭირდება. შემდეგ დაბადების მოწმობით მიდიხარ და იღებ შეცვლილ პასპორტს. გაგრძელება…

ავტორი: თამარ გონგაძე

X