01:53 | 2021-04-02 ავტორი: Prime Time

როგორ გრძნობს თავს ნიკოლოზ გამყრელიძე აცრის შემდეგ

როგორ გრძნობს თავს ნიკოლოზ გამყრელიძე აცრის შემდეგ

თავს ვგრძნობ ჩვეულებრივად, ოდნავ სისუსტე მაქვს, რაც აცრის პირველ დღეს დამახასიათებელია, -ამის შესახებ „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ის ნორმალურადაა და დილით სამსახურში წასასვლელადაც ემზადება.

 

„არ მაქვს არც სიცხე და არც მკლავის ტკივილი, ჩვეულებრივად ვარ. დილით სამსახურში წასასვლელად ვემზადები. შემდეგი დოზა 8 კვირაში მიწევს, მაისი ბოლოს ავიცრები“, – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

 

„ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნიკოლოზ გამყრელიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

ავტორი: Prime Time

X