
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო.
კითხვაზე, გადაუხადა თუ არა მადლობა მიხეილ სააკაშვილს, იმნაძე აღნიშნავს რომ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია.
„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა. მე კარგად ვიცი ისტორია მთელი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების.
ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა პირველ ხელშეკრულებაზე არის თავად შევარდნაძის და კლინტონის. მეორეზე არის ხელმოწერა თავდაცვის მინისტრების საქართველოსი და შეერთებული შტატების, ეს მოხდა 2002 წელს.
შემდგომ იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს ამას ხაზს ვუსვამ. ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“ – აღნიშნა იმნაძემ.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 79-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















