
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „ევროპული საქრთველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ „გირჩი“ ქლიავების პარტიაა.
„ჟურნალისტებმა დაამუღამეს, რომ ს**ობების ლაპარაკი ევასება გიგის და შანსს არ უშვებენ არ ათქმევინონ“,- ამბობს იაგო ხვიჩია.
„ალეკო ელისაშვილს რა დაეჯერება, კობახიძეზე უარესია და უფრო ქოცი, იმის მიხედვით რასაც იძახის, ის კობახიძეზე უფრო მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. რაც შეეხება „გირჩს“, ეგ ქლიავების პარტიაა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლების ოპონენტები სამომავლო გეგმებს და და 15 მაისს დაგეგმილ აქციას განიხილავენ.























