21:49 | 2021-04-03 ავტორი: Prime Time

თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, ვინც მე ლექსიკას მიწუნებს – მეუფე სტეფანე

თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, ვინც მე ლექსიკას მიწუნებს – მეუფე სტეფანე

3 მარტს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„შეიძლება ჩემს ლექსიკაში რამდენიმე ბარბარიზმი გაერია, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა თქვას ამაზე, მაგრამ ყველამ თავის სულში ჩაიხედოს და თავის ლექსიკას გადახედოს.

 

ვწირავდი, დამესხნენ თავს, მერე მივედი მოსანახულებლად მონასტერში, იქაც რაღაცები მომიწყვეს, მათ აირჩიეს დეზინფორმაციული საშუალებების მეშვეობით უხეში ზეწოლა საზოგადოებრივ აზრზე და ეკლესიაზე. არ მაძლევენ საშუალებას ნორმალურად ვთქვა რამე და მერე მედავებიან ორ და სამ სიტყვაზე. ხანდახან შედარებით ემოციურად ვლაპარაკობ, ვიდრე ჩვეულებრივად.

 

თავიანთ გადაცემებში ყოველ დღე იგინებიან ის ადამიანები, ვინც მე ლექსიკას მიწუნებს”, – ამბობს მეუფე სტეფანე.

 

ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის მონასტრის წინამძღვართან სიტყვიერი დაპირისპირების დროს მან მონაზონს „დებილი დედაკაცი” უწოდა.

 

 

 

ფსიქიატრი სჭირდება ნამდვილად - ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელი მეუფე სტეფანზე
2021-04-02ფსიქიატრი სჭირდება ნამდვილად - ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელი მეუფე სტეფანზე
ავტორი: Prime Time

X