10:53 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით 464 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა – 4 აპრილის მონაცემები

კორონავირუსით 464 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა – 4 აპრილის მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 811 პირი ემსხვერპლა.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 464 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 833-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 274 599-მდე.

ავტორი: Prime Time

X