
ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. როგორც არქიმანდრიტი იოანე ამბობს, გურამ დოჩანაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
„ყველას ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას. დღეს 3:00 საათიდან 4:00 საათამდე მოასვენებენ ბატონ გურამს და სამშაბათს, 6 მარტს გასვენება იქნება. დეტალურად, თუ სად დაიკრძალება, დღის ბოლოს გაირკვევა. ბატონი გურამი ყველა ადამიანისთვის იყო უახლოესი არა მარტო, როგორც მწერალი, არამედ ძალიან დიდი პიროვნება მისი სიკეთით, ქრისტიანული მორალით, მისი მსოფლმხედველობით. უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ბატონი გურამი უკვდავია და მისი ნაწარმოებები, შემოქმედება საუკუნეებს აუცილებლად გაუძლებს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.
ცნობისთვის, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.























