
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა,რომ ეპარქიიდან კიდევ ოთხი მამაო განკვეთა.
მათ შორის არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პროტესტს და არ ემორჩილენოდნენ მიტროპოლიტ სტეფანეს.
სტეფანეს მიერ განკვეთილი მამაოები, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებასა და პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდებების, სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვდნენ.
სანამ მეუფე სტეფანე ბრძანება # 6-ს გასცემდა,მან რჯულის კანონის ის მუხლები წაიკითხა, რომლითაც იხელმძღვანელა.
მიტროპოლიტმა განაცხადა,რომ განკვეთილებმა დაარღვიეს რჯულის კანონის ყველა მუხლი, რის გამოც მეუფე სტეფანემ მათი ეპარქიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
მეუფე სტეფანემ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.
ამას გარდა, განკვეთილთა სიაში არის არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელიც მის წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.
ავტორი: თეა შონია






















