
საფრანგეთში, ქალაქ ბეზიეში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი ქალი დააკავეს. ამის შესახებ Reuters წერს.
მათივე ცნობით, წინასწარი გამოძიება დაადგენს გეგმავდნენ თუ არა დაკავებულები ისლამისტური თავდასხმის ორგანიზებას.
ფრანგული გამოცემა Le Point წერს, რომ დაპატიმრებები, სავარაუდოდ ქალაქ მონპელიეში თავდასხმის ორგანიზებასთან არის კავშირში.
მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.























