00:04 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

ბათუმელ მოდელს ხელი წყალქვეშ სთხოვეს – ულამაზესი კადრები

ბათუმელ მოდელს ხელი წყალქვეშ სთხოვეს – ულამაზესი კადრები

ორიგინალური ხელის თხოვნა ბათუმში, რის შემდეგაც, 19 წლის ბათუმელი მოდელი, ლორენა ზოიძე შეყვარებულს დაუფიქრებლად დათანხმდა.

 

მოდელი, რომელსაც ქართველ მონიკა ბელუჩსაც უწოდებენ, სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” საკმაოდ პოპულარულია და გამომწერებს ხშირად უზიარებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

 

ლორენას რჩეულმა გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და მყვინთავს სთხოვა აკვარიუმიდან პოსტერი ეჩვენებინა, სადაც ეწერა: “გაყვები მას ცოლად?” თვითონ კი დაიჩოქა და ხელის თხოვნის ცერემონიას მეტი რომანტიულობა შესძინა. ლორენა არც დაფიქრებულა, ისე დათანხმდა და საქმროს ჩაეხუტა.

 

 

ავტორი: Prime Time

X