
დუბაის პოლიციამ, გარყვნილი ქმედების გამო, 15 ფოტომოდელი დააკავა, რომლებმაც ერთ-ერთი შენობის აივანზე შიშველი ფოტოსესია გამართეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Daily mail-ი ავრცელებს.
15 მოდელი ერთ-ერთი ისრაელური ვებ-საიტისთვის პოზირებდა. საიტის სახელწოდება უცნობია.
შემთხვევის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ინტერნეტში ვირუსულად მალევე გავრცელდა.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა (მათ შორის სიშიშვლე და „უხამსი საქციელი“) თავისუფლების 6 თვემდე აღკვეთასა და 5 000 (£983) დირჰამის ოდენობის ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.

„ეს მიუღებელი ქცევაა და ჩვენი საზოგადოების ღირებულებებსა და ეთიკას არ ასახავს“,- ნათქვამია პოლიცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.























