14:20 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.

 

„ჩაინიშნა არსებითი სხდომა, წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამაართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით”, – ამბობს ადბოკატი გიორგი კონდახაშვილი.

 

სასამართლომ 17 თებერვალს შეუფარდა ნიკა მელიას პატიმრობა გირაოს არგადახდის გამო.

ავტორი: Prime Time

X