21:41 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

იაპონიაში მეოთხე ტალღას ელოდებიან! – ექმნება თუ არა საფრთხე ოლიმპიადებს

იაპონიაში მეოთხე ტალღას ელოდებიან! – ექმნება თუ არა საფრთხე ოლიმპიადებს

იაპონიის ჯანდაცვის წარმომადგენლები კორონავირუსის მეოთხე ტალღაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ტოკიოს ოლიმპიადამდე კი სულ ცოტა დრო რჩება. ამის შესახებ The Guardian- ი წერს.

 

მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა იაპონიის ქალაქ – ოსაკაში, სადაც გასულ კვირას დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რეგიონალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან ერთი თვის მანძილზე გამოაცხადონ ლოქდაუნი.

 

ოლიმპიადის ორგანიზატორები ამბობენ, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. 2020 წლის მარტში, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ იაპონელი მაყურებლები დაიშვებიან, თუმცა ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება რა პროტოკოლი იქნება შემუშავებული.

 

როგორ წესი ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 11,000-ზე მეტი ათლეტი და 25,000 ჟურნალისტი 200 ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე საკმაოდ სერიოზული პროტოკოლის შემუშავება გახდება საჭირო, რომ ოლიმპიადა ჩატარდეს უსაფრთხოდ.

 

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ LIVE რეჟიმში ადევნონ თვალი ოლიმპიადას NBCOlympics.com- ზე, რომელიც დაიწყება 2021 წლის 3 ივლისს და გაგრძელდება 8 აგვისტომდე.

ავტორი: Prime Time

X