17:44 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

ნდობის რეიტინგში პატრიარქი ლიდერობს (89%) – ნახეთ, რომელი პოლიტიკოსები მოხვდნენ ჩამონათვალში

ნდობის რეიტინგში პატრიარქი ლიდერობს (89%) – ნახეთ, რომელი პოლიტიკოსები მოხვდნენ ჩამონათვალში

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნდობის რეიტინგით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ლიდერობს. ილია II-ს მოსახლეობის 89%-იანი მხარდაჭერა აქვს.

 

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

 

გიორგი გახარია – 65%

 

კახა კალაძე – 54%

 

დავით ბაქრაძე – 52%

 

ნიკა მელია – 42%

 

ბიძინა ივანიშვილი – 40%

 

 

რაც შეეხება ინსტიტუციებს, გამოკითხულთა 82%-ის მხარდაჭერით სარგებლობს ქართული არმია, მეორე ადგილზეა ეკლესია (79%-ით), მესამეზე – ქართული მედია (64%), მეოთხეზე- პოლიცია (54%), მეხუთეზე – პრემიერ მინისტრის ადმინისტრაცია (52%).

 

ავტორი: Prime Time

X