23:16 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

„ბოლომდე არ სჯეროდა, რომ მწერალი იყო“ – ემოციური ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილის ცოლთან

„ბოლომდე არ სჯეროდა, რომ მწერალი იყო“ – ემოციური ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილის ცოლთან

გურამ დოჩანაშვილის მეუღლე ნათელა სეფიაშვილი “რუსთავი 2”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ გენიალური მწერლის ოცნება იყო, რომ მწერალი გამხდარიყო და მას “ბოლომდე არ ჯეროდა, რომ იყო მწერალი…”

 

სეფიაშვილის თქმით, მისმა მეუღლემ წიგნებით ხელში რომ დაინახა, გონებაში ჩაიდო, რომ ისინი შეუღლდებოდნენ.

 

“მე 1959-ში გავხდი სტუდენტი, უნივერსიტეტის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანული განყოფილება. შილერის საღამო უნდა მოეწყო და მე ვიყავი ჟანა დარკი. პირველად დამინახა წიგნებით და ჩაიდო გონებაში, რომ მე ვიქნებოდი მისი ცოლი…” – აცხადებს ნათელა სეფიაშვილი.

 

მეუღლე დოჩანაშვილის შესახებ აცხადებს, რომ მას ძალიან მიამიტი გული ჰქონდა და ის მისთვის შვილივით იყო.

 

“ძალიან მიამიტი, ალალი გული ჰქონდა, ბავშვის, ჩემთვის ეგ არის პირველი შვილი… სიტყვა “ქმარი” მე არ [მითქვამს]… ის იყო ჩემთვის შვილი, რომელიც სულ ჩვილი იყო, ახალშობილი.

 

“სამოსელი პირველი” რომ დაწერა, გაოცებული იყო, არ იცოდა, საიდან მოდიოდა… “ბრმადყოფილზე” – არა პაუზა, დაამთავრა, მოასწრო, გახარებული იყო, რომ დაამთავრა. ასე მთავრდება – “მე, გურამ დოჩანაშვილი…” დაასრულა, ეგრევე დავარეკინე გამომცემელთან, ელაპარაკა რომ დამთავრდაო და ამოისუნთქა,” – ჰყვება მწერლის მეუღლე.

 

 

გურამ დოჩანაშვილს ხვალ საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. ოჯახმა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვაზე უარი განაცხადა.

 

წყარო: რუსთავი 2

ავტორი: Prime Time

X