
რუის-ურბნისის ეპარქია კვეთებულის (ეგზორციზმი) ლოცვათა განრიგს აქვეყნებს. ლოცვებს 19-24 აპრილს მიტროპოლიტი იობი(აქიაშვილი)წაიკითხავს.
“კვეთებულის (ეგზორციზმი) ლოცვათა განრიგი რუის-ურბნისის ეპარქიაში:
19 აპრილიდან – 24 აპრილის ჩათვლით, (6 დღის განმავლობაში) კვეთებულის ლოცვები აღევლინება ქარელის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, დილის 10:00 საათზე.
კვეთებულის ლოცვებს აღასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩვენი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
კვეთებულის ლოცვაზე დასწრების მსურველთ, განვუმარტავთ:
1. ლოცვაზე დასწრებისთვის საჭიროა სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა.
2. ლოცვაზე დასწრების უფლება აქვთ მათ, ვინც ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს, არამედ რეალურად უჩივის სულიერ შეპყრობილობას.”, – ნათქვამია განცხადებაში.






















