01:02 | 2021-04-07 ავტორი: Prime Time

რა პროცედურა უნდა გავიაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის – ინსტრუქცია აცრის მსურველებისთვის

რა პროცედურა უნდა გავიაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის – ინსტრუქცია აცრის მსურველებისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის ინსტრუქციას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

“რა ნაბიჯებს გადიხართ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის:

 

დაჯავშნეთ ვიზიტი booking.moh.gov.ge

 

სამედიცინო დაწესებულებაში გამოცხადდით 10 წუთით ადრე. რეგისტრაციას შემდეგ აცრის კაბინეტში გაივლით ექიმთან კონსულტაციას. ვაქცინის გაკეთების შემდეგ გადმოგეცემათ აცრის ბარათი.

 

ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით 30-45 წუთი დაყოვნდებით სამედიცინო პირის მეთვალყურეობის ქვეშ.

ვაქცინაციას შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

თუ აცრის შემდგომი გვერდითი მოვლენები გაწუხებთ ან არ ქრება რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმართეთ ოჯახის ექიმს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22.

 

ვაქცინაცია თქვენი სამოქალაქო უფლებაა. გამოიყენეთ ეს უფლება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

აცრის დასაჯავშნად ეწვიეთ პორტალს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X