22:28 | 2021-04-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის

გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის

გახდება თუ არა ვაქცინაცია ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის სავალდებულო – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით, ვაქცინაცია ნებისმიერი პირისთვის ნებაყოფლობითია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს საკითხი ვაქცინაციის საბჭომ კიდევ განიხილოს.

 

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ცეცხლთან თამაში არ შეიძლება!
2021-04-06თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ცეცხლთან თამაში არ შეიძლება!

 

„ჯერჯერობით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ვაქცინა ნებაყოფლობითი იქნება, იქნება ეს ჯანდაცვის სფეროს მუშაკი, თუ ნებისმიერი სხვა პირი, მას გაიკეთებს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სამომავლოდ, ამას კიდევ განიხილავს ვაქცინაციის საბჭო. იმდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, რომ შესაძლოა, გარკვეულად მეტი სტიმული, დადებითი მოტივაცია, ან გარკვეულწილად, დამსაქმებლის მხრიდან გარკვეული მოთხოვნების დაყენება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

 

არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხიც განვიხილოთ, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი კეთდება კეთილი ნების და პირის გადაწყვეტილების საფუძველზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X