
ამერიკაში მოღვაწე კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი მდინარე ენგურზე დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება, რომლის შედეგად ოჯახის წევრები დაიხრჩვნენ. როგორც ექიმი წერს, ბოლო ორი წელია, კოვიდმა ბევრი აფხაზისა და ქართველის პირადი დრამის ნაწილი გახადა.
ნანა გეგეჭკორი: – ენგურს მიღმა საქართველოს ვერც შორიდან და ვერც გამოღმა ვერ ხედავს დანარჩენი საქართველო… ეს ადამიანები ყოველდღიური სასიცოცხლო საფრთხის პირობებში ინარჩუნებენ ენას, ერთგულობენ სამშობლოს, სკოლებში მასწავლებლები მეგრულად ასწავლიან რუსულად რომ არ ესაუბრონ ბავშვებს. ქართულად საუბარი აკრძალულია.
ჩემი ნათესავები, მეგობრები და მეზობლები არიან ყველასგან მიტოვებულნი გაუსაძლის მდგომარეობაში. კოვიდმა უამრავი აფხაზის და ქართველის პირადი დრამის ნაწილი გამხადა ეს ბოლო წელი. ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა მათი გაუსაძლისი ყოფა…
არაფერს ვამბობ, სრულიად აბსურდულ, გაუაზრებელ რეგულაციებზე, რასაც ენგურს გამოღმა საქართველო ახვედრებს სიკვდილს და შიმშილს გამოქცეულებს… საშინლად მრცხვენია იქ ჩარჩენილი უბედური ადამიანების, რადგან მეც, ჩემი უმოქმედობით, საქართველოს მთავრობას პასიურად ვაძლევ უფლებას, მონობაში მყოფთ სასიკვდილო საფრთხისკენ უბიძგოს.






















