22:17 | 2021-04-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჰქონდა თუ არა გადატანილი კორონავირუსი მეგი ბაქრაძეს – ლუგარის ლაბორატორიის კვლევა დასრულებულია

ჰქონდა თუ არა გადატანილი კორონავირუსი მეგი ბაქრაძეს – ლუგარის ლაბორატორიის კვლევა დასრულებულია

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციისთვის ფლაკონი 11:40 საათზეა გახსნილი. რადგან საქმეში არსებული მასალებით გარდაცვლილი ექთნის აცრის დრო 12:13 წუთია მითითებული, ბაქრაძეების ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, გამოდის, რომ 32-წუთიან ინტერვალში 10 ადამიანი უნდა აცრილიყო. თუმცა, უფლებადამცველების ინფორმაციით, ვაქცინის ფლაკონი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ჩამატებული მტკიცებულების სახით არ არის და მოწმეთა ჩვენებები გარდაცვლილი ექთნის საქმეს ბუნდოვანს ხდის.

 

კომაროვის სკოლასთან მანქანაში ცხედარი იპოვეს - დეტალები
2021-04-07კომაროვის სკოლასთან მანქანაში ცხედარი იპოვეს - დეტალები

 

მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშზე, პარალელურად, კვლევა დაასრულა ლუგარის ლაბორატორიამ. ადვოკატების თქმით, გარდაცვლილ ექთანს ორგანიზმში მინიმალური ანტისხეულების რაოდენობა ჰქონდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის მე-8 პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე პაატა იმნაძემ არც უარყო და არც დაადასტურა, მეგი ბაქრაძეს ჰქონდა თუ არა კორონავირუსი გადატანილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, გამოძიების დასრულებამდე, ჩატარებული კვლევის დეტალებს არ ასაჯაროებს და დუმილს ამჯობინებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X