18:20 | 2021-04-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გადაამოწმეთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა „ფეისბუქიდან“ თქვენი პირადი მონაცემები

გადაამოწმეთ, მოიპარეს თუ არა ჰაკერებმა „ფეისბუქიდან“ თქვენი პირადი მონაცემები

ჰაკერებმა “ფეისბუქის” 553 მლნ მომხმარებლის პირადი მონაცემები ერთ-ერთ ფორუმზე გაასაჯაროეს, მათ შორის საქართველოს 95 193 მოქალაქის.

 

შესაძლოა, ჰაკერების დამსახურებით, თქვენი ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა პირადი ინფორმაცია (არა პირადი მიმოწერა) უკვე საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი.

 

„მიყვარხარ პატრიარქო!“ - პატარა ბიჭის და ილია მეორეს ემოციური შეხვედრა (ვიდეო)
2021-04-07„მიყვარხარ პატრიარქო!“ - პატარა ბიჭის და ილია მეორეს ემოციური შეხვედრა (ვიდეო)

 

როგორც გამოცემა The Verge წერს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მოიპოვეს თუ არა ჰაკერებმა თქვენი პირადი ინფორმაცია – ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ ვებგვერდზე  Have I Been Pwned  და გრაფაში თქვენი მეილი მიუთითეთ. აქ თქვენ არა მხოლოდ “ფეისბუქის”, არამედ თქვენი ინფორმაციის სხვა საიტებიდან გაჟონვის შესახებაც შეიტყობთ.

 

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ შეიტყობთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები მოპარულია? – პირველ რიგში, უნდა შეცვალოთ პაროლები იმ საიტებზე, საიდანაც თქვენმა ინფორმაციამ გაჟონა, დამატებითი დაცვისთვის კი ორმაგი ავტენთიფიკაციის ფუნქცია ჩართოთ.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X